გია ბარამიძე 8 ოპოზიციონერი ლიდერის პროცესიდან გააძევეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია ბარამიძე 8 ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესიდან გააძევეს. 

სასამართლო სხდომაზე პროკურორი აცხადებდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, დისტანციური ჩართვის დროს “TV პირველსა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს ეკითხებოდა ისმოდა თუ არა მისი ხმა და დადასტურების გარეშე განცხადებას არ აკეთებდა.

პროკურორის აღნიშნული საუბრის საპასუხოდ გია ბარამიძემ თქვა – “პოლიტიკური პროცესია და აბა რა უნდა ექნაო”, რის შემდეგაც ის სასამართლო დარბაზიდან გაძევეს.

8 ოპოზიციური ლიდერის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურიშვილი განიხილავს.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  •  – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •   – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • , ნიკა მელია,  და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.