სომხეთში ადასტურებენ რუსული შეიარაღების ნაწილის მიღებას

რუსული იარაღის პარტია უკვე სომხეთშია, ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების “ დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრმა გაგიკ მელქონიანმა განუცხადა.
მისი სიტყვებით, სამხედრო დანიშნულების პროდუქცია ცოტა ხნის წინ მიიღეს. ის სომხეთს მანამდე ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე გადაეცა. მელქონიანმა არ დააზუსტა, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი.
მანამდე სომხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა შეკითხვაზე, იღებს თუ არა სომხეთი რუსეთში შეკვეთილ შეიარაღებას, უპასუხა: „დიახ, გარკვეული მოცულობით“.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი , მუდმივად აცხადებდნენ, რომ სტრატეგიული მოკავშირე სომხეთს შეიარაღებას არ აწვდის, მიუხედავად გადახდილი „ასობით მილიონი დოლარისა“.
2023 წლის ნოემბერში ფაშინიანმა თქვა, რომ რუსეთს შეეძლო სომხეთის ვალების ნაწილის ჩამოწერა იმ თანხების გამოყენებით, რომლებიც ერევანმა მოსკოვს იმ იარაღისთვის გადაუხადა, რომელიც არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ