მანანა გიორგობიანის შემდეგ, ამავე საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეუფარდეს

2 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდა. ექვსივე მათგანის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
მანანა გიორგობიანის შემდეგ, რომელსაც პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, პატიმრობა შეუფარდეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს: შოთა აფციაურს, დაჩი კეკელიას, ლევან გრძელიძეს, დავით პეტრიაშვილსა და ჯაკო ჩარკვიანს.
ამ უკანასკნელს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან ერთად პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ედავება.
წყების ცნობით, ინციდენტი დაიწყო მაშინ, როცა მოქალაქე მანანა გიორგობიანმა სუპერმარკეტის კონსულტანტებს ფულის დახურდავება სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეჩანაწერებში ისმის, რომ გიორგობიანი კონსულტანტებს ემუქრება, რომ “ბიჭებს დარეკავს”.
უწყებს ცნობით, მანანა გიორგობიანმა დაურეკა ჯაკო ჩარკვიანს, რომელიც სუპერმარკეტში 4 სხვა კაცთან ერთად მივიდა, რომლებმაც კონსულტანტებზე – 19 და 21 წლის ახალგაზრდებზე ჯგუფურად იძალადეს.