საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს:
გუშინ დიანა ტრაპაიძემ გია ბარამიძესთან საუბარში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ყველაზე კარგი რაც მე გავაკეთე მთელი ცხოვრების მანძილზე ისაა, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი 2012-ში.
მიმაჩნია რომ გია, რომელიც მთლიანობაში მოწოდების სიმაღლეზე იყო, რაღაც მომენტში ზედმეტად მკაცრი იყო დიანასთან, მაგრამ მეც მაქვს რამდენიმე კითხვა ამ გამოცდილ და საკმაოდ კომპეტენტურ ჟურნალისტთან:– და ვარდების რევოლუცია აი იყო ყველაზე კარგი მოვლენა რაც მოხდა ჩვენს ისტორიაში?– აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება და ახალი ბათუმის შექმნა არის თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა?– ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნა, ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების, ახალი განათლების სისტემით, ინფრასტრუქტურით, 100-ჯერ გაზრდილი ტურიზმით არ იყო ჩემი ძალიან დიდი მიღწევა?– საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო გავლენა, ამერიკის პრეზიდენტები და ვიცე პრეზიდენტები თბილისში, ჩვენი სწრაფი ევროინტეგრაცია და საქართველოს მყარი დაფიქსირება მსოფლიო რუკაზე იყო თუ არა ჩემი მიღწევა?– 2008 წელში რუსეთის არმიის შეჩერება და საქართველოს სასწაული გადარჩენა იყო თუ არა მიღწევა?– თუ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მაშინ ალბათ სწორია დიანას ლოგიკა, რომ ყველაზე კარგია რომ სააკაშვილი მშვიდობიანად მოგვშორდა 2012-ში.
იმედია ბევრი ასე აღარ ფიქრობს.




