მედია: კობახიძის განათლების რეფორმა ძალაში თებერვლიდან შევა – რა ბედი ელით უფუნქციოდ დატოვებულ შენობებს (ვიდეო)

სავარაუდოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონება გასაყიდად გამოტანილი იქნება მას შემდეგ, რაც სასწავლებლები სტუდენტების ნაწილს დაკარგავენ. განათლების ახალ რეფორმაში გათვალისწინებულია, რომ სტუდენტების რაოდენობის შემცირების შემდეგ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს დარჩება უფუნქციო შენობები, რაც, ექსპერტების შეფასებით, გახდება მათი გასხვისების წინაპირობა. პირველ რიგში, ამ სიაში მოიაზრება თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი.

ოფიციალურად, უნივერსიტეტების ქონების გაყიდვა ირაკლი კობახიძემ დააანონსა როგორც განათლების სისტემის “განახლების” ნაწილი. შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან უკვე გაიმართა, სადაც განხილული იყო სწორედ ის გეგმა, რომელიც მომავალ წლიდან უნდა ამოქმედდეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შენობების გაყიდვაზე მსჯელობა არ დაწყებულა, თუმცა რეფორმის კონტურებიდან ჩანს, რომ საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც მოხდება ფაკულტეტების გადანაწილება.

თებერვლის პირველ კვირას უნდა გახდეს ცნობილი, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს კონკრეტულ ფაკულტეტებს, ხოლო რომელი – დაკარგავს მათ. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გადაწყდება, რომელ შენობებსა და ტერიტორიებზე დაიწყება ქონების გასხვისების პროცესი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…