მოსამართლე ჩაგუნავამ 18 წლის ლექსო რაზმაძე 2000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 18 წლის ლექსო რაზმაძე, რომელიც პროევროპულ აქციაზე გუშინ, 6 ნოემბერს დააკავეს, 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ნოემბერს გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავაბოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას: წვრილმან ხულიგნობასა (166) და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას (173).
ლექსო რაზმაძე დაკავების დროს შეუძლოდ გახდა, თუმცა პოლიციამ ის ასფალტიდან ძალის გამოყენებით წამოაყენა და ავტომობილით გადაიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო