მე სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, უნივერსიტეტშიც გერმანულს ვსწავლობდი და კარგადაც ვიცოდი, იყო დრო, ახლა მხოლოდ ლექსიკონით შემიძლია რამის გაგება. თუმცა, ყველაზე სასაცილო მაინც ის ფრაზა იყო – „დას ბუხ ბახ ბუხ“– წიგნის დავარდნას ნიშნავს ქართულადო, რომ მოიგონეს და კი არ ვიცი, ვინ და როდის, მაგრამ აგერ, ამდენი წლის მერე მახსოვს და ისევ გამეღიმა.
ამბობენ, რომ გერმანული რთულია. შენ არ იცი, როგორი რთულია მცენარის მცენარეზე დამყნა, სანამ ისწავლი. ან თონეში პურის დაცხობა, – ყველაფერიც რთულია, რაც არ იცი, მაგრამ ამდენმა გერმანელმა თუ ისწავლა გერმანული, შენ რაღატომ ვერ ისწავლი? სერიოზულად კი, გერმანულზე ამბობენ, რომ გონებას ავარჯიშებს და გულს ათბობს, გერმანული გონებას სწორედ იმ ე.წ. სირთულით ავარჯიშებს, გულს კი ათბობს, – ესა სილამაზე წესრიგში.
იმასაც ამბობენ, რომ გემოვნებას ცვლის და ეს ტყუილია, მას ცხოვრების სტილის შეცვლა შეუძლია და არა გემოვნების. სიღრმით ჩემთვის ქართულს ჰგავს, გერმანული არაა მხოლოდ სიტყვები, აზროვნების ფორმაა და ალბათ, ამიტომაც არიან გერმანელები ერთ–ერთი ყველაზე მოწერიგებულნი.
თუ შვილს მათემატიკური აზროვნება გინდა განუვითარო, თუ გყავს მეგობარი, ახლობელი, ვინც ძალიან ფეთქებადია და მეტი სიმშვიდე სჭირდება გადაწვეტილებების მისაღებად, თუ მეტად გინდა გაიღრმავო აზროვნება – გამოიყენე გერმანული, როგორც თერაპია, ზემოთ ჩამოთვლილის მიზნების მისაღწევად.
ამბობენ რომ ცივი ენაა, თუმცა არა, ის უბრალოდ ძალიან ზუსტია. მაგალითად, მონატრება ბევრნაირად შეუძლია თქვას და სპეციალური სიტყვა აქვს ასევე, რომელიც ნიშნავს მონატრებას ადგილისადმი, სადაც არასოდეს ყოფილხარ და გინდა წახვიდე. ასევე, სპეციალური ერთი სიტყვა აქვს შინაური, ოჯახური სიმყუდროვის გამოსახატად.
გერმანული ენის გრამატიკას უამრავი მითი ახლავს, რანდენიმე, მოდი, დღეს დავამსხვრიოთ:
მითი 1: გერმანულის გრამატიკის სრულად შესწავლა შეუძლებელია
სამი სქესი, დროები, გრძელი სიტყვები, ისმენ წინადადებას და ბოლოს გესმის უარყოფა და შენი გონება თავიდან იწყებს წინადადების გადაწყობას – მაგალითად, მე წავედი ჩემს ძმასთან ერთად კონცერტზე, არა. ისმენ წინადადების ბოლოს ამ არას და ფიქრობ, რომ ეს ძალიან უსამართლოა. ითვლება, რომ გერმანული გრამატიკა იდეალურად სასტიკია. სწორედ ესაა მისი სიმარტივის გასაღები, იდეალურობა მან მოიპოვა არა ქაოსით, ცხადია, რომელიც გაბნევს ხოლმე, არამედ კანონზომიერებით და ამ კონკრეტულ კანონზომიერებას როგორც კი დაგანახებს პროფესიონალი, ყველაფერი მარტივდება.
ჩემი თუ არ გჯერა, ლოგიკურად დაფიქრდი, როგორ შეიძლება, რამე, რაც იდეალურად წესრიგშია, იყოს რთული? როგორც კი სწორ კარადას გამოგაღებინებს სპეციალისტი, ყველაფერი თავის თაროზე გხვდება ამ ენაში. ეს როგორ შეიძლება იყოს რთული ან გაუგებარი?




