გთავაზობთ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დღის წესრიგში მთავარ საკითხად შევიტანოთ ევროკომისიის ანგარიშის განხილვა და ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსმენა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი სრულიად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც ქვეყანაში საგარეო ვექტორის ცვლილების კუთხითა.
„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი სრულიად შეუსაბამოა იმ მწვავე რეალობასთან, რაც გვაქვს ქვეყანაში საგარეო ვექტორის ცვლილების კუთხით. ვგულისხმობ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ უკიდურესად კრიტიკულ ანგარიშს ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმად საქართველოს აქვს ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებთან სახიფათოდ შეუთავსებელი დემოკრატიული უკუსვლა, რაც საფრთხის წინაშე აყენებს კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ამიტომ არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი დღეს საქართველოს პარლამენტში ტარდებოდეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა და დღის წესრიგში საერთოდ არ იყოს ევროკომისიის ანგარიშის განხილვა.
გთავაზობთ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დღის წესრიგში მთავარ საკითხად შევიტანოთ ევროკომისიის ანგარიშის განხილვა და ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსმენა“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.




