კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეში ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის ჩვენებები დევს. ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა,
“ერთადერთი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ბრალს შეიძლება პროკურატურის ვერსიით შეიძლება ადასტურებდეს მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, სხვა ფიზიკურად ვერ იარსებებს კიდევ და კიდევ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს სასაცილო დანაშაული, საბოტაჟს ვგულისხმობ, არ ჩაუდენია. გამოძება დაწყებულია და მიმდინარეობს ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის განცხადებების საფუძველზე და თავად ეს ფაქტი, ჩემი აზრით, მრავლისმეტყველია. მათი განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიება, ბუნებრივია, იქნება ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო”, – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი ტვ პირველთან.




