გერმანელი გენერალი – რუსეთს შეუძლია ნატო-ს ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის შეტევა ნებისმიერ დროს დაიწყოს

რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ნატო-ს ტერიტორიაზე შეზღუდული თავდასხმის განხორციელება, თუმცა მოქმედების გადაწყვეტილება დასავლელი მოკავშირეების პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ გერმანიის ერთობლივი ოპერაციების სარდლობას ხელმძღვანელმა გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზოლფრანკმა Reuters-ს განუცხადა.
„თუ რუსეთის ამჟამინდელ შესაძლებლობებსა და საბრძოლო ძალას გადავხედავთ, რუსეთს შეუძლია ნატო-ს ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის შეტევა უკვე ხვალიდან დაიწყოს. პატარა, სწრაფი, რეგიონულად შეზღუდული, თუმცა არაფერი დიდი, რადგან უკრაინაშია მიჯაჭვული“, – განაცხადა გერმანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელიც თავდაცვის დაგეგმვას ზედამხედველობს.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთს პოტენციურად შეუძლია ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელოს ალიანსზე უკვე 2029 წელს, თუ მისი შეიარაღების მცდელობები გაგრძელდება.
გერმანელი გენერლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ფლოტმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, სხვა რუსული ფლოტები არ შემცირებულა.
„სახმელეთო ძალები დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ აცხადებს, რომ მისი მიზანი თავისი ჯარების საერთო რაოდენობის 1.5 მილიონ ჯარისკაცამდე გაზრდაა. რუსეთს საკმარისი საბრძოლო ტანკი ჰყავს იმისთვის, რომ შეზღუდული შეტევა ხვალვე დაიწყოს“, – დასძინა ზოლფრანკმა.
მისი თქმით, მოსკოვის მიერ ნატო-ზე შესაძლოა თავდასხმას სამი ფაქტორი გადაწყვეტდეს: რუსეთის სამხედრო ძალა, სამხედრო გამოცდილება და ხელმძღვანელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?