სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ მომხმარებლებს განახლებულ, თანამედროვე ფილიალში მოემსახურება

„ხალიკ ბანკის“ განახლებული ფილიალი ახალი დიზაინითა და ინტერიერით აგრძელებს მუშაობას. ახალი სივრცე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კომფორტულ და თანამედროვე საბანკო სერვისებს უზრუნველყოფს. განახლებული ფილიალი მდებარეობს ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. #74-ში.
ფილიალი ძირითადად ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა გათვლილი. ადგილზე მისულ მომხმარებლებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღება შეეძლებათ. მათ შორისაა: ანგარიშების გახსნა, მიმდინარე და ვადიანი ანაბრები, საკრედიტო კონსულტაციები, საბარათე ექვაირინგი, ბანკომატი, გადახდის ტერმინალი, დისტანციური სერვისები და ა.შ.
განახლებული ფილიალის სამუშაო საათებია:
· ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00
· შაბათი: 10:00 – 14:00
„ჩვენი მიზანია, შევძლოთ კლიენტებთან კიდევ უფრო ახლოს ყოფნა და ადგილზე, ოპერატიულად უზრუნველვყოთ მათთვის საჭირო ფინანსური მომსახურების მიწოდება,“ -აღნიშნავს“ ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე, შოთა ჭყოიძე.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახლო მომავალში ხალიკ ბანკი რეგიონებში დამატებით ინვესტიციების განხორციელებასა და მომხმარებელთა მომსახურების პორტფელის გაფართოებას გეგმავს.
შეგახსენებთ, სს „ხალიკ ბანკი საქართველო” აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიის ჩათვლით ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ჯგუფის წევრია. საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ყაზახეთის ბაზრის ლიდერი “ხალიკ ბანკი ყაზახეთია”. ამჟამად „ხალიკ ბანკი“ 3 ქვეყანაშია წარმოდგენილი, აერთიანებს 500-ზე მეტ ფილიალს, 19 000- მდე თანამშრომელს და ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მისი აქტივები 36.8 მილიარდი დოლარია. ბანკის აქციები 2006 წლიდან ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და სრულად აკმაყოფილებს კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს. ბანკის საერთაშორისო რეპუტაცია და მყარი ფინანსური მაჩვენებლები განაპირობებს მსოფლიოს უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტოების მაღალ შეფასებებს. როგორებიცაა Fitch Rating, Moody’s და S&P Global Ratings.
(R)