“ქვეცნობიერი რა ოხერი რამეა” – რა გაეპარა საკუთარ გუნდზე წილოსანს და როგორ სცადა ჩასწორება?
ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის პოსტს სქრინს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ წილოსანმა საკუთარი გუნდი რეჟიმად მოიხსენია და წერს:
გაეპარათ “რეჟიმი”
ქვეცნობიერი რა ოხერი რამეა.
ცნობისთვის, ნინო წილოსანმა პოსტი ორჯერ დაარედაქტირა და “შეცდომების გასწორების” მეორე ჯერზე, პოსტის პირველი ვერსიის განთავსებიდან ორ საათში ჩასვა ტექსტში ბრჭყალები, კერძოდ ასე:.”მათი უმრავლესობა საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს … “რეჟიმის ჩამოშლისაკენ’ – რაკი ორივე სიტყვა ბრჭყალებში ჩასვა, ტექსტი ისევ სხვა რამეს გამოხატავს და ისევ არა წილოსანის და მისი გუნდის სასარგებლოდ. ამჯერად უკვე გამოდის, რომ გამოძიება ტყუილსა და მართალს, ხუმრობას, დაცინვას და რეალობას ერთმანეთისგან ვერ არჩევს, თუმცა, ყველაფერი წინაა, სოციალურ ქსელში, “შეცდომების გასწორება” შეზღუდული არაა, შესაძლებელია 20 საათის შემდეგაც და 19-ჯერაც.




