“ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში” – უკრაინელი მინისტრი ბოჭორიშვილს პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა უკრაინის მიერ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაბრკოლების შესახებ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“ქართული მხარე არ უნდა გაბრაზდეს სარკეში საკუთარ ანარეკლზე. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში. რაც შეეხება ს, მეგობარ ქართველ ხალხს მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ, რომ მან საბოლოოდ შეძლოს თავისი ევროპული მისწრაფებების რეალიზება, ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად.
საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო“, – აცხადებს სიბიჰა,
რა თქვა მაკა ბოჭორიშვილმა სთან დაკავშირებით.
„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023 წლებში, ვიდრე ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არაერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით. ეს ხდებოდა, არ დამალულა, ყველამ ვიცით. უკრაინა არ არის დღეს ევროკავშირის წევრი და, შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რა თქმა უნდა, მას ვერ ექნება რამე დათქმები საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.