მომიტინგეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს.
მსვლელობისას დემონსტრანტებმა ლეონიძის ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დახვდნენ, რის გამოც მსვლელობა ტროტუარზე განაგრძეს.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი თავისუფალია.
ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცავები, რომელთაც პარლამენტის წინ კორდონი აქვთ გაკეთებული, რათა მომიტინგეებმა გზაზე გადასვლა ვერ შეძლონ.