5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე რუსეთის მოქალაქეებზე მოდის – საბა ბუაძე

5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე ს მოქალაქეებზე მოდის – საბა ბუაძე
,,ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ ბრიფინგზე საჯარო რეესტრის მინაცემები გაასაჯაროვა:
,,ვასაჯაროებთ საჯარო რეესტრიდან მიღებულ საგანგაშო ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოში რუსების შემოსევის კიდევ ერთ განზომილებას. ამ ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე.
მთელი 2023 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც ში ომის დაწყების შემდგომ – 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, ჩვენ ვნახეთ საგანგაშო მონაცემები, სადაც 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, რაც ადასტურებს უმწვავეს მოცემულობას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დატაცება რუსეთის მიერ. ეს არის ის გარემო, რომელიც რუსეთის სამსახურში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ” შექმნა აქ რუსეთის მოქალაქეებისათვის და ამავდროულად, ეს არის სრულიად ხელოვნური მოცემულობა, რომელიც თბილისში კვებავს აღვირახსნილ და ველურ სამშენებლო სექტორს. სადაც მხოლოდ თბილისში 5000 გაყიდული ბინიდან თითქმის ნახევარი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე…”

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა