გამოდის, ვინც დემოკრატიულ უკუსვლას გმობს, „საბოტაჟის“ ჩამდენად ჩაითვლება – მელიას ადვოკატი ახალ ბრალზე

დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს ადვოკატი აფასებს მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის „საბოტაჟზე“ ახალი ბრალდების წაყენებას.
„პროკურატურის ლოგიკით, ყველა ის პირი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, შესაძლოა, აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს“, – თქვა კონდახიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმითვე, მიღებულია „სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილება“, რისთვისაც უკანონოდ იყენებენ სისხლისსამართლებრივ დევნას.
„გამოდის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გმობს დღეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, ხელისუფლების მხრიდან თვითნებობას, ვინც ამაზე საჯაროდ განაცხადებს, ვინც საჯარო პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ყველა მათგანი ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად“, – განაცხადა მან.
„ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი შეიძლება ამ ლოგიკით აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს“, – მიიჩნევს კონდახიშვილი.
მოგვიანებით ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ს მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა:
„რისი მოღალატეები არიან? რომელი არის ამათგან მოღალატე? ანდა რატომ სხედან ციხეში? სამშობლოს სიყვარულის გამო სხედან ისინი და არა იმიტომ, რომ თითქოს „უცხო ქვეყნების აგენტები“ არიან. თვითონ არიან ს აგენტები, რუსული მთავრობა გვყავს, ყველაფერს ძარცვავენ, ყველაფერს ანადგურებენ“…
დღეს პროკურატურამ „საბოტაჟში, მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებაში“ დაადანაშაულა რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელთაგანაც ექვსი ახლაც პატიმრობაშია.
უფრო ზუსტად, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს:
· ს წინააღმდეგ – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე – 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
· ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ – საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· ს, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
პროკურატურა „ლელოს“ ლიდერების მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს, ყველა სხვა ოპოზიციონერი საპატიმროშია, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.