ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

დღეს საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას წაუყენა ახალი ბრალი.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურის ლოგიკით, ყველა ის პირი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, შესაძლოა, აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს.
„სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული. ამაში ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის უკანონო გამოყენება, როგორც ინსტრუმენტის და გამოდის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გმობს დღეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, ხელისუფლების მხრიდან თვითნებობას, ვინც ამაზე საჯაროდ განაცხადებს, ვინც საჯარო პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ყველა მათგანი ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად და, ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი შეიძლება ამ ლოგიკით აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიკა მელიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროცესის რადიკალიზაციისთვის ქუჩაში აქტიური მოქმედება დაიწყო. გენერალური პროკურორის თქმით, მელია საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან