ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ვიზებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება განიხილება

ევროკომისიის განცხადებით, ს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ვიზებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება განიხილება.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ და დამატებით ზომებს განვიხილავთ. მაგრამ, გთხოვთ, რომ ამ ეტაპზე სიახლეებს ადევნოთ თვალი“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ იცის, თუმცა გაჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არასდროს აკეთებს“.
ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Politico-მ გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში შესვლის მიზნით მხოლოდ ერთჯერადი ვიზების მიღებას შეძლებენ.