“ანუ მტრული ძალაა ევროკავშირი? მტრული ძალაა აშშ?” – ადვოკატი პროკურატურას

ს და გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრისას, თქვა:
ამ საკითხს სამართლებრივი ასპექტი არ გააჩნია. ეს არის საბჭოთა, 30-იანი წლების ტრადიციის გაგრძელება, სწორედ მაშინ, სწორედ საბოტაჟის მუხლები ადამიანებს იჭერდნენ. საბედნიეროდ, დახვრეტა დღეს გაუქმებულია, მაშინ ხვრეტდნენ. შესაბამისად დღევანდელი პროკურატურა არის საბჭოთა პროკურატურის ტრადიციების გამგრძელებელი და ამ ბრალდებით ეუბნება საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ნებისმიერ პროტესტანტ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება მათ მოღალატეობრივ პოლიტიკას, რომ ნებისმიერ ქმედებას სისხლის სამართლებრივ კვალიფიკაციას მივანიჭებ. რა თქვე, რომ უცხო ქვეყნის მტრული ძალებისთვის დახმარება, ანუ მტრული ძალაა ევროკავშირი? მტრული ძალაა ამერიკის შეერთებული შტატები? რა თქვეს, რომ სანქციების დაწესებაზე მოქმედებები, ეს თურმე არის დანაშაულებრივი ღონისძიებები. თურმე სანქციების დაწესებით რაღაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ჰქონდა ადგილი, მაშინ მოდი ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, ამერიკის წარმომადგენლები მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. რეალურად ეს ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, ნებისმიერი პრო-დასავლური პოლიტიკური აქტივობა იქნეს დანაშაულად გამოცხადებული, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა პერიოდში, რომ აი იმპერიალისტური ძალები, დასავლეთის აგენტები და ა.შ., ამის შეფუთვაა და ცდილობენ, რომ ეს მოაქციონ, ამაზე საუბრობს არა მხოლოდ, არამედ ამაზე ლაპარაკობს ინსტიტუცია, პროკურატურა საუბრობს, აგე სასამართლო საუბრობს, ამის მცდელობაა ეს. ჩვენ ახლა ეს თემები უნდა დავინახოთ ერთიან კონტექსტში, პროკურატურას და სასამართლოს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, შესაბამისად დღეს ვიღაცის მიმართ რატომ ითხოვს გირაოს, რატომ არ ითხოვს ვიღაცის მიმართ პატიმრობას, ხვალ რა ნაბიჯებს გადადგამს, ამის სამართლებრივი პროგნოზირება შეუძლებელია. ამას აქვს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი და ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, კრემლიდან რა სცენარიც მოდის ივანიშვილთან, ან კრემლიდან დამოუკიდებლადაც შიდა საკითხებში თვითონ რას წყვეტს და ამის უკან რა აზრი დგას, ამაზე მარჩიელობას ბუნებრივია არ ვაპირებ, მთავარია ჩვენ ვიცით ერთი რამ – სასამართლოც და პროკურატურაც არის “ქართული ოცნების” დანამატი და ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს საბჭოთა საქართველოს ტრადიციებით,” – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია