გედევან ფოფხაძე – პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ვინც არ გვაწყობს, ვისიც გვეშინია და ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს, ყველას ციხეში ჩავსვამთო – ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყანაში ბატონობის უფლება უვადოდ დაიკანონოს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე მეათე დღეა სხვა აქტივისტებთან ერთად პარლამენტთან შიმშილობს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რაც ახალი, სამართლიანი ს დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.
„ამჟამად აქ 7 ადამიანი ვშიმშილობთ, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აგრძელებს შიმშილობას, დათო ჭელიძე, რომელიც 28 ოქტომბერს, აქციაზე დააკავეს. თავს ნორმალურად ვგრძნობთ. გუშინ სამედიცინო შემოწმებაც ჩაგვიტარდა, იყო გარკვეული ცვალებადობა, რაც ბუნებრივია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გარდა ამისა, მან პროკურატურის მიერ ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც შეაფასა.
მისი თქმით, ეს არის რუსული მეთოდებით ოპონენტების დევნა.
„ეს არის 1937 წლის საუკეთესო ტრადიციებით პოლიტიკური ოპონენტების დევნის მეთოდები. აბსოლუტურად რუსული სტანდარტია, ამას არაფერი საერთო არ აქვს არც დემოკრატიასთან, არც ადამიანის უფლებებთან. საყოველთაო რეპრესიები, რაც დაიწყეს, უნდათ გაამყარონ. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვინც არ გვაწყობს, ვისიც გვეშინია და ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს, ყველას ციხეში ჩავსვამთ და ამით გადავჭრით პრობლემასო. რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქვეყანაში ბატონობის უფლება უვადოდ დაიკანონოს. მგონია, რომ ესკალაციის და ქვეყნის იზოლაციის გარდა, ეს ხელს არაფერს შეუწყობს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების – ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე მეათე დღეა სხვა აქტივისტებთან ერთად პარლამენტთან შიმშილობს. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რაც ახალი, სამართლიანი ს დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.
“ამჟამად აქ 7 ადამიანი ვშიმშილობთ, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აგრძელებს შიმშილობას, დათო ჭელიძე, რომელიც 28 ოქტომბერს, აქციაზე დააკავეს. თავს ნორმალურად ვგრძნობთ. გუშინ სამედიცინო შემოწმებაც ჩაგვიტარდა, იყო გარკვეული ცვალებადობა, რაც ბუნებრივია. იმის წინაპირობა, რომ აქცია შეწყდეს, არანაირად არ არსებობს. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გათავისებული ის, რომ ამ ვითარებაში პროტესტის ეს ფორმა არის იმ ფორმების ადეკვატური, რასაც რეჟიმი მართავს. ყველა ხედავს, რომ არის შექმნილი რეპრესიული, რუსული რეჟიმი. ამ რეჟიმთან უნდა გამოვნახოთ პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც იქნება მისი მეთოდების ადეკვატური. შიმშილობა არის ერთ-ერთი რადიკალური ფორმა”,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გარდა ამისა, მან პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც შეაფასა.
მისი შეფასებით, ეს არის რუსული მეთოდებით ოპონენტების დევნა.
“ეს არის 1937 წლის საუკეთესო ტრადიციებით პოლიტიკური ოპონენტების დევნის მეთოდები. აბსოლუტურად რუსული სტანდარტია, ამას არაფერი საერთო არ აქვს არც დემოკრატიასთან, არც ადამიანის უფლებებთან. საყოველთაო რეპრესიები, რაც დაიწყეს, უნდათ გაამყარონ და დაგვკარგონ იმის იმედი, რომ როდესმე ქვეყანა სამართლებრივ ჩარჩოებს დაუბრუნდება. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, ვინც არ გვაწყობს, ვისიც გვეშინია და ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს, ყველას ციხეში ჩავსვამთ და ამით გადავჭრით პრობლემასო. რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქვეყანაში ბატონობის უფლება უვადოდ დაიკანონოს. მგონია, რომ ესკალაციის და ქვეყნის იზოლაციის გარდა, ეს ხელს არაფერს შეუწყობს”,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.