პროკურატურამ საბოტაჟის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.
უფრო ზუსტად სისხლის სამართლის საქმე აღძრეს:
· მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317) მუხლით;
· ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ – საბოტაჟისა (318) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319) მუხლებით;
· ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ – საბოტაჟის (318), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (3211) მუხლებით;
· ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ – საბოტაჟის (318) მუხლით.




