საფრანგეთი ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე – ასეთი ქმედებები წარმოადგენს ერაყის სუვერენიტეტის უხეშ, მიუღებელ და შემაშფოთებელ დარღვევას

საფრანგეთი ირანს ერაყის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ადანაშაულებს.
„ასეთი ქმედებები წარმოადგენს ერაყის სუვერენიტეტის უხეშ, მიუღებელ და შემაშფოთებელ დარღვევას და თავდასხმას მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, ირანის ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს რეგიონული დაძაბულობის ესკალაციას, უნდა შეწყდეს.
ერაყის ქალაქ ერბილში განხორციელებული თავდასხმა გაერომაც დაგმო.
“მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას ერბილში, ერაყის ქურთისტანის რეგიონში, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ნებისმიერი მხარის თავდასხმა, რომელიც არღვევს ერაყის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა შეწყდეს”, – ნათქვამია ერაყში გაერო-ს დამხმარე მისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ერაყის ქალაქ ერბილში, -ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელზედაც პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტების სამიზნე „ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტულ თავშეყრები“ იყო. ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება