დავოსში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი თავად ავრცელებს.
ლიდერებმა შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს.
ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა ასევე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ვაშინგტონში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადებაზეც ისაუბრეს. ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია