“საეკლესიო სასჯელის ერთადერთი დანიშნულება არის ადამიანის გამოსწორება.
ვინც არქიმანდრიტების დოროთე ყურაშვილისა და ილია თოლორაიას დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან თუ ხალხის ტკივილის განცდისგან და ტკივილისგან? ვთქვათ რამე გადაცდომა ან შეცდომა ჰქონდათ, ნუთუ არ გეუბნებათ თქვენი გონება ან გული, რომ სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულებმა, არსებული უსამართლობის ზეობისგან და ხალხის ჩაგვრისგან შეძრწუნებულებმა გისაყვედურეს გულგრილობა.
იცით რით აღემატება ამ მოძღვრების მენტალობა თქვენს მენტალობას? მათ არაფერი აქვთ და არაფერს ეძიებენ. ყოველი ადამიანისთვის მოსულ ჯვარცმულ ქრისტეს გულწრფელად ქადაგებენ რადგან დანამდვილებით ითავისებენ ადამიანში ქრისტეს მყოფობას. ამიტომაც ჩანს მათი სიტყვა და გულები მხნედ და შეუპოვრად” | წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში
საპატრიარქომ არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აუკრძალა. მას ცილისწამებაში ადანაშაულებენ. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ, არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად გამოაგდეს და მას ანდრია ჯაღმაიძე ეჯიკავებოდა. არქიმანდრიტი ილია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. მანამდე კი არქიმანდრიტი დოროთე ილია მეორემ ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა




