“რუსეთის ფედერაციას ამ ქვეყანაში არ აქვს ბევრი დრო” -ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარმა, გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში რუსეთის ერთადერთი დასაყრდენი “ქართული ოცნება” და მისი რეპრესიული რეჟიმია.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ფედერაციას ამ ქვეყანაში არ აქვს ბევრი დრო, იმის გამო, რომ მისი ერთადერთი დასაყრდენი აქ არის “ქართული ოცნება” და მისი რეპრესიული რეჟიმი.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის “ქართული ოცნების” [ამომრჩეველი] არჩევნებზე მივიდა ამ მოტივით, რომ ისინი პრო-ევროპულ არჩევანს აკეთებდნენ.
[…]
დღესაც, ევროპული ბიუროკრატიის კრიტიკის მიღმა ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ თითქოს ეს რაღაცა ევროპული ბიუროკრატია ქართველ ხალხს აიძულებს თვითონვე თქვას უარი ევროპულ არჩევანზე. დღეს რამდენიმე ასეთმა ტექსტმაც გაიჟღერა, რაც მგონია, რომ სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია,” – თქვა გიორგი შაიშმელაშვილმა.




