უკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა დღეს, 16 იანვარს, გაიმართა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სტოლტენბერგთან განიხილა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, გენერალურ მდივანს გააცნო რუსეთის მხრიდან ამასწინანდელი მასობრივი ავიადარტყმების შედეგები და ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ნატოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია სამუშაოზე, რომელსაც განაგრძობს პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებების გასაფორმებლად. ეს დოკუმენტები ძალაში უნდა იყოს ნატოში უკრაინის მიღებამდე. განხილული იყო ვაშინგტონში ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხიც. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ელოდება გადაწყვეტილებას, რომელიც ალიანსის წევრობასთან მიაახლოებს.
უკრაინის პრეზიდენტი დავოსში 15 იანვარს ჩავიდა და იმავე დღეს მოლაპარაკება გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან, რომელმაც დაადასტურა, რომ შვეიცარია მზად არის ორგანიზება გაუწიოს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე.
დღეს, 16 იანვარს, დავოსში შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი