ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დღეს საოკუპაციო ხაზის მონახულებას გეგმავს

საქართველოში მყოფი “ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. პია კაუმა დღეს საოკუპაციო ხაზის მონახულებას გეგმავს.
“ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე – პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
საუბარი იყო კანდიდატის სტატუსზე, ევროკომისიის რეკომენდაციებსა და რეგიონში არსებული ვითარებაზე, ასევე საარჩევნო პროცესზე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საოკუპაციო ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა იყო.
“ისინი ეწვევიან საოკუპაციო ხაზის. ძირითადად, ვიზიტის დროს, სასაუბრო საკითხები ეხებოდა უსაფრთხოების თემებს, იქიდან გამომდინარე, რომ “ეუთო” არის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, გვქონდა საუბარი, როგორც ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე, დაინტერესდნენ იმ რეფორმით, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მხრივ განხორციელდა”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“