ვლადიმერ პუტინმა ს უწყებებს ბირთვული იარაღის გამოცდების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებების მომზადება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ს უწყებებს ბირთვული იარაღის გამოცდების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებების მომზადება დაავალა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ვავალებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ამ საკითხის შესახებ შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია, ეს უშიშროების საბჭოს დონეზე გააანალიზონ და ბირთვული იარაღის გამოცდების მომზადების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებები წარმოადგინონ“, – განუცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა -ის პრეზიდენტის, ს განცხადებას, ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ, „სერიოზული საკითხი“ უწოდა.
„თუ ან ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების სხვა მხარეები მსგავს გამოცდებს ჩაატარებენ, რუსეთიც ვალდებული იქნება, რომ შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღოს“, – აღნიშნა პუტინმა.