„მანჩო გიორგობიანმა დაურეკა ჯაკოს, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა… შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი” – თაკო ჩარკვიანი
სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანია. ინფორმაციას ადასტურებს მისი მამიდა, თაკო ჩარკვიანი:
„ჩემი ინფორმაციით, ამ ქალმა [მანანა გიორგობიანი] დაურეკა, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა. ვიდეოშიც ისმის ფრაზა, „ახლა მე ბიჭებს დავურეკავო“ და მერე ამბობს კიდეც, ამან, მეორემაც დამარტყა ხელიო. აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანაა ადამიანების… შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი…. გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მიშველე, მირტყამენ, მიშველეო, ჩახვალ, ადამიანური რეაქცია იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან ბევრი თვითმხილველია“, – აცხადებს ჩარკვიანი ,,ინტერპრესნიუსთან”.




