2025 წლის 10 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 532 908 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია

2025 წლის 10 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 532 908 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს “ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის 10 თვეში 454 139 TEU კონტეინერი დამუშავდა. ამავდროულად, 10 თვის მონაცემებით, 14%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 299 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში – 262.
რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 214 095 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 11%-ით მაღალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 192 865 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 10 თვესთან შედარებით მომატებულია. 2025 წლის პირველ 10 თვეში 136 805 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 124 018 ტონა.
2025 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 16 363 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში – 15 962 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, ეიპიემ ტერმინალს ს მიერ 2025-ში დამუშავდა 63 863 ავტომობილი, ხოლო 2024-ში – 64 359 ავტომობილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.