პოეტ პაატა შამუგიას ადვოკატი – აღიარებს იმას, რომ ნამდვილად გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, ეს იყო მისი პროტესტი, რომლის გამოხატვაც ამ ფორმით უნდოდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ნაწილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.
მათგან ერთ-ერთი, პოეტი პაატა შამუგია გამთენიისას მისმა ადვოკატმა, ვიქტორ კვიტატიანმა მოინახულა.
დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.
„პაატა შამუგია გამთენიისას მოვინახულე, ის დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც 03:00 საათზე შეასახლეს. სტანდარტულად, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან, რომელიც 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. პაატა შამუგია ცალსახად აღიარებს იმას, რომ ნამდვილად გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, ეს იყო მისი პროტესტი, რომლის გამოხატვაც ამ ფორმით უნდოდა, შესაბამისად, ის ამ ფაქტს სამართალდარღვევად არ მიიჩნევს და თვლის, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში გამოხატა მისი პროტესტი. ის არ ამბობს, რომ ეს ქმედება არ ჩაუდენია, პირიქით, ამბობს, დიახ, გადავედი, ეს იყო ჩემი პროტესტიო“, – აცხადებს კვიტატიანი.
პაატა შამუგია წუხელ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა