ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატმა ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა

დემოკრატიულმა პარტიამ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა -ის რამდენიმე  შტატში გამართულ არჩევნებზე, რაც მათ დამატებით იმპულსს აძლევს 2026 წლის შუალედური ს წინ. ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში, ხოლო აბიგეილ სპენბერგერმა და მიკი შერილმა – ვირჯინიასა და ნიუ ჯერსის გუბერნატორის არჩევნებში.

ამასთან, კალიფორნიის ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს დემოკრატების ინიციატივას ოლქების რუკების გადახაზვაზე (Prop 50), რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვებაა პარტიისთვის.

ზოჰრან მამდანი გახდა ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი და პირველი სამხრეთაზიური წარმომავლობის პოლიტიკოსი, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს. აბიგეილ სპენბერგერი იქნება ვირჯინიას პირველი ქალი გუბერნატორი, ხოლო მიკი შერილი – ნიუ ჯერსის პირველი ქალი დემოკრატი გუბერნატორი.

პირველ მნიშვნელოვან ტესტად მიიჩნევა ს მეორე საპრეზიდენტო ვადის პირობებში.

ტრამპმა ღამით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რესპუბლიკელების მარცხი გამოწვეული იყო მთავრობის შათდაუნით და მისი არარსებობით ბიულეტენზე, რითაც მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არჩევნები აჩვენებს, რომ ტრამპის მეორე ადმინისტრაცია სერიოზული პოლიტიკური სირთულეების წინაშე დგას, ხოლო დემოკრატები, მოულოდნელი გამარჯვებებით, ახალი პოლიტიკური ენერგიით შედიან 2026 წლის წინასაარჩევნო ციკლში.