CNN – ნიუ-იორკის მერი „დემოკრატი“ ზოჰრან მამდანი გახდება, „დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს ნიუ-ჯერსის და ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებშიც

CNN-ის პროგნოზით, ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის “დემოკრატმა“ ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა.
ტელეკომპანიის ცნობით, ის ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი იქნება.
„დემოკრატებმა“ ნიუ-იორკის გარდა სამ რბოლაში გაიმარჯვეს. CNN-ის პროგნოზით, აბიგაილ სპანბერგერი ვირჯინიის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება და კონტროლს რესპუბლიკელი გუბერნატორი გლენ იანგკინისგან გადაიბარებს, მიკი შერილი კი ტრამპის მოკავშირე ჯეკ ჩიატარელს დაამარცხებს და ნიუ-ჯერსის პირველი ქალი „დემოკრატი“ გუბერნატორი გახდება.