“ოცნების” ექს-დეპუტატმა გიორგი მამარდაშვილს კომპანიის წილი 1 ლარად გადასცა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სამშენებლო კომპანიის “დადიანი ინვესტის” მეწილე გახდა – 1%-იანი წილი 1 ლარად მან “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატისგან, ილია წულაიასგან იყიდა.
საჯარო რეესტრის საიტზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ილია წულაიას “დადიანი ინვესტში” ყველაზე დიდი – 28%-იანი წილი ჰქონდა, რომლიდანაც 1% მამარდაშვილს გადასცა.
ნასყიდობის ხელშეკრულება 2025 წლის 19 სექტემბრით თარიღდება.
მას შემდეგ რაც ილია წულაიამ საკუთარი წილის ნაწილი გაყიდა, “დადიანის ინვესტის” ყველაზე მეტი – 27,5%-იანი წილის მფლობელი გახდა თენგიზ წულაია, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ილია წულაიას ძმაა. კომპანიაში ყველაზე ნაკლებ წილს ახალი პარტნიორი – გიორგი მამარდაშვილი ფლობს.
ილია წულაია არის სამშენებლო კომპანია “არქი ჯგუფის” დამფუძნებელი. “დადიანი ინვესტი” ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის განაშენიანებას გეგმავს. იგეგმება საცხოვრებელი კორპუსებისა და გასართობის სივრცეები აშენება. მათ ტერიტორია “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კომპანიებისაგან შეიძინეს.