– უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

პირადად ჩემთვის და ჩვენთვის, საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის, უმძიმესი დღე დადგა! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილ გაფართოების ანგარიშს ეხმაურება.
მისი თქმით, ორი წლის წინ ზარზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა.
სალომე ზურაბიშვილი ევროპული გზის დასაცავად მოქალაქეებს რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
„„ქართული ოცნების“ ანტი ქართულმა, ანტი ევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი გამოიტანა. ორი წლის წინ ზარზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა.
ნათლად და დეტალურად აღწერა კომისიამ, თუ როგორ – ყველა მიმართულებით- საქართველო ჩამოაშორა “ქართულმა ოცნებამ” ევროპულ პრინციპებს, გზას და მის მომავალს.
ამას ვერ დავუშვებთ! ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ამგვარ მიტაცებას, მის ორიენტაციის შეცვლას და ამ ისტორიული შანსის ხელიდან განზრახ გაშვებას.
ეს რეჟიმი ვიცით არაფერს გამოასწორებს, არცერთ რეფორმას არ ჩაატარებს, ანტიევროპულ რიტორიკას არ შეეშვება და რუსული კარნახით გააგრძელებს უკუსვლას.
ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული! პროტესტის გაძლიერება, ერთობის გაძლიერება და თავისუფალი არჩევნების გარდა გზა ევროპისკენ არ იქნება!
ამიტომ ყველა გამოვიდეთ უნდა და რუსთაველიდან ვუპასუხოთ! კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპული ხმა გავაგონოთ! ჩვენი ევროპული გზა დავიცვათ!!! არ შევეგუებით!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა