ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი – და მნიშვნელოვანი რეგრესი – აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე.
კაია კალასის თქმითვე, „ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, – თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება“.
მისი სიტყვებით, – რაც გაფართოების ანგარიშშიც არის ასახული – საქართველო „ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“. მსგავსი განცხადება გააკეთა ევროკომისარმა მარტა კოსმაც.
კაია კალასის განცხადებით, გაფართოების ანგარიშში შედეგები ძირითადად დადებითია 4 ქვეყნისათვის: ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო და .
პერსპექტივები „არაერთგვაროვანია“ ოთხი ქვეყნისათვის: სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და თურქეთი.
პერსპექტივები „უარყოფითია საქართველოსთვის“.
რომელ ქვეყანას როგორ აფასებენ
: „უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა ან მასში გაწევრიანება შეიძლება იყოს უსაფრთხოების მთავარი გარანტია. არცერთ კანდიდატ ქვეყანას ომის დროს არასდროს განუხორციელებია ასეთი ფართომასშტაბიანი რეფორმები. ეს აჩვენებს უკრაინის შესანიშნავ ერთგულებას წევრობისადმი“.
მოლდოვა: „ოქტომბერში მოლდოვაში ჩატარებულმა არჩევნებმა ევროპული მომავლისადმი ცალსახა „დიახ“ აჩვენა და ქვეყანამ განაგრძო ძირითადი რეფორმების განხორციელება“.
სერბეთსა და კოსოვოში: ორივე ქვეყანაში „იყო პოლიტიკური კრიზისი, რამაც პროგრესი შეაფერხა“.
ბოსნია და ჰერცეგოვინა: „რესპუბლიკა სრპსკაში განვითარებულმა მოვლენებმა შეარყია პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ… სასამართლოს რეფორმები და მთავარი მომლაპარაკებლის დანიშვნა საკვანძოა წინსვლისთვის“.
ჩრდილოეთი მაკედონია: „ქვეყანას ჯერ არ განუხორციელებია საჭირო კონსტიტუციური ცვლილებები“.
თურქეთი: „თურქეთი კვლავ რჩება საკვანძო პარტნიორად, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესის რამდენიმე საკითხი, თუმცა დემოკრატიული სტანდარტების, სასამართლო დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური უფლებების გაუარესებამ 2018 წლიდან ფაქტობრივად გაყინა გაფართოების პროცესი“.
საქართველო: „ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. ის ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება