აღარც მალავთ რომ სახელმწიფო სამსახურის ხელის ბიჭები ხართ? – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ახობაძეზე თავდასხმას ეხმაურება:
„გიორგი ახობაძეზე თავდასხმა არაა ასე გასატარებელი ამბავი!
იყო გასული ქვეყნიდან, ჩამოვიდა საერთაშორისო კომპამპანიით.
საიდან გაიგეს პრადოიანმა ხულიგნებმა როდის ჩამოდიოდა, რომელი რეისით.
ყველა ტიტუშკა შეკრულია პოლიციასთან და ვის უკვირს მაგრამ ასე ღიად?! რა იყო ასეთი სასწრაფო რომ მეორე დღეს არ დაელოდეთ!! რამდენიმე წუთით ადრე სხვა ქვეყნიდან ჩამოფრენილ კაცს დახვდით ზუსტ დროს, ზუსტ რეისზე!
აღარც მალავთ რომ სახელმწიფო სამსახურის ხელის ბიჭები ხართ? მაგრამ როდის დაგიმალავთ. სულ ასე იყო, სულ პოლიციის ქსივებით დარბოდით!
გიორგი ახობაძეს სახეზე ეტყობა თავდახმის კვალი. დანარჩენზე ალბათ თვითონ მოგვიყვება. იმედია ამ ამბის გამოძიებას არ ველით.“