„დროას” წევრის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ თათა ფერაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

„დროას” წევრის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ თათა ფერაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ -ს იმ ვიდეო მტკიცებულების წარმოდგენა დაავალა, სადაც ჩანს, თუ როგორ კეტავს ფერაძე გზის სავალ ნაწილს.
დღევანდელ სხდომაზე -ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დამატებითი ვიდეომტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ იყო.
ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა კი განაცხადა, რომ წარმოდგენილი ვიდეომასალის რაკურსი შეცდომაში შემყვანია, სადაც თათა ფერაძის გამოსახულება ნაწილობრივ ჩანს. ადვოკატის თქმით, მასალის ამოღება სხვა კამერებიდანაც უნდა მოხდეს.
„25 ოქტომბერს, 21:00 საათზე მივედი, მეჭირა დროშა, ვიდექი ნაპირზე, ვმღეროდი ჰიმნს და არც ერთ მომენტში არ გადამიკვეთავს გზის სავალი ნაწილი, განა იმიტომ რომ დაკავების მეშინია, უბრალოდ მეორე დღეს იზოლატორებში უნდა მივსულიყავი და დაკავებულებისთვის საკვები მიმეტანა“, – განაცხადა თავად თათა ფერაძემ.
თათა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.