რევაზ ლომინაძე – დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები

დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას პრემიერ-მინისტრის, ს ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები.
„დელეგაციაც წარმომადგენლობითია, მასში იქნებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ილია დარჩიაშვილი.
იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო აღმოჩნდა, იგულისხმება სხვადასხვა მიმდინარე კონფლიქტები და ეკონომიკური სირთულეები, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ასეთ ფორუმში უაღრესად მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები“, – განაცხადა რევაზ ლომინაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია ზახაროვა – აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი, თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა, წინ წავიდეს – აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა