გერმანიის კანცლერს სურს, რომ სირიელი ლტოლვილები შინ დაბრუნდნენ

შლეზვიგ-ჰოლშტაინის ქალაქ ჰუზუმში სტუმრობისას მერცმა თქვა, რომ ომი სირიაში დასრულდა და ამიტომ, აღარ არის იმის საფუძველი, რომ სირიელებს გერმანიაში თავშესაფარი მიეცეთ.

ის მოელის, რომ ბევრი ადამიანი ნებაყოფლობით დაბრუნდება სამშობლოში, რათა ჩაერთოს ომის შემდგომი აღდგენის სამუშაოებში.
ყველა, ვინც უარს იტყვის დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება დეპორტირებული იყოს, თქვა მან.
მერცის თანახმად, მან მიიწვია სირიის დროებითი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა გერმანიაში საკითხის ერთობლივად განსახილველად და მოსაგვარებლად.

მერცამდე ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტების კავშირის სხვა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, დობრინდტმა, მხარი დაუჭირეს მოსაზრებას, რომ სირიელი ლტოლვილები უკან უნდა დააბრუნონ, როგორც კოალიციურ შეთანხმებაში იყო განსაზღვრული.
ამ თემაზე დებატები დაიწყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის გამონათქვამის შემდეგ. სირიაში ვიზიტის დროს, მინისტრმა ამ ქვეყანაში წარსული ომების შედეგად ნგრევის მასშტაბების ხილვის შემდეგ თქვა, რომ იქ ადამიანების ღირსეული ცხოვრება ლამის შეუძლებელია.
გერმანიაში დაახლოებით ერთი მილიონი სირიელი ცხოვრობს. მათ 2015-2016 წლის ომის დროს მასობრივად დატოვეს სირია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ, დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები