მედია: დაპირისპირება არაბული ქალაქის გამო – “ოცნება” ხელშეკრულებას არ ასაჯაროებს (ვიდეო)

ორი არაბულ დასახლების მშენებლობის თემა “ქართული ოცნებისთვის” დღეს მთვარ პოლიტიკურ ამბად იქცა. ყველას, ვინც კრწანისის ტყე პარკსა და გონიოს სანაპიროზე არაბული ფულით ქალაქების მშენებლობას აპროტესტებს შალვა პაპუაშვილმა დღეს ქსენოფობები ეძახა.

ვინ შეიძენს ბინას არაბულ დასახლებებში – მყიდველების 60%, რომ უცხოელები იქნებიან და მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები, ეს არაბ ინვესტორს არც მაშინ დაუმალავს, როცა საქართველოში იმყოფებოდა. გამოდის რომ უცხოელებს, ვინც ბინას ამ დასახლებაში შეიძენს საქართველოში ბინადრობის უფლება მიენიჭებათ.

პრობლემა არა ინვესტიციების შემოტანა, არამედ გასაიდუმლოებული პირობებია, ამ დრომდე უცნობია რა კონტრაქტს მოაწერა ხელი ირაკლი არაბ ინვესტორებთან, რა პირობებით შემოდიან ისინი საქართველოში და არის თუ არა არაბული დასახლებების მშენებლობის რისკი შეფასებული. დღეს გონიოს სანაპიროზე ს საკრებულოს დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა და მოითხოვეს უფრო მეტი სიცხადე, რა პირობებით გადადის ახალი კომპანიის საკუთრებაში საუკეთესო ტერიტორიები.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ არაბული ინვესტიცია ქვეყანას 6 მილიარდ დოლარს მოუტანს. ამბობს, რომ ეს არის წარმოუდგენელი და აბსურდული რიცხვი და ივანიშვილის პარტია აქაც იტყუება. მიწა კი, რომელსაც ამ პროექტში ქართული მხარე დებს მილიარდზე მეტს აღემატება.