რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რის შემდეგაც პოლიციამ დემონსტრანტებს მოუწოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “არ გვექნება სამართალი, არ გვექნება მშვიდობა”; “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”; “სიმართლისთვის ბოლომდე, სამშობლოსთვის ბოლომდე”.
ამ დროისთვის, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გახსნა, მოქალაქეები კი პროტესტს ტროტუარზე განაგრძობენ.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია ] მობილიზებული.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.
პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციები უკვე 341 დღეა მიმდინარეობს.

				
								
								

