ჩინეთისგან განცალკევება არ გვსურს, მაგრამ უნდა შევამციროთ რისკები, მათ აჩვენეს, რომ არიან არასანდო პარტნიორები მრავალ სფეროში- -ის სახაზინო მდივანი

აშშ-ის სახაზინო მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ჩინეთი არასანდო სავაჭრო პარტნიორია.
„სიენენის“ გადაცემაში ბესენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა მოკავშირეები, მათ შორის აზიის დემოკრატიები და ინდოეთი „საკუთარი მიწოდების ჯაჭვების“ შესაქმნელად.
„ჩინეთისგან განცალკევება არ გვსურს, მაგრამ უნდა შევამციროთ რისკები. მათ აჩვენეს, რომ არიან არასანდო პარტნიორები მრავალ სფეროში“, – განაცხადა ბესენტმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეაში -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაუყოვნებლივ შეამცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც მანამდე დაწესდა ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შედინების საპასუხოდ. სი ძინპინმა კი განაცხადა, რომ ორივე მხარემ მიაღწია კონსენსუსს „მთავარ სავაჭრო საკითხებზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ