ბრემენის საერთაშორისო აეროპორტში დრონის აღმოჩენის გამო საჰაერო მოძრაობა დროებით შეფერხდა, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება რომ დრონი აეროპორტის სიახლოვეს, კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30 საათზე თითქმის 1 საათით შენიშნეს.
საჰაერო მოძრაობის კონტროლმა თვითმფრინავების აფრენა და დაშვება დაუყოვნებლივ შეაჩერა. Buten un Binnen-ის ვებსაიტის ცნობით, ლონდონიდან ბრემენში მიმავალი რეისი ჰამბურგში გადამისამართდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ გაუშვა დრონი.
შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე, 31 ოქტომბრის საღამოს, უცნობი დრონის დანახვის გამო ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა დროებით შეფერხდა.



