შტუტგარტის კლინიკის ანესთეზიოლოგი, ნინო ნაცვალაძე:
მძიმე, მაგრამ უცნაური დროების მოწმე ვხდებით!
მიმდინარე პროცესები და მოვლენები ინდიკატორს დაემსგავსა…. ყველას და ყველაფერს არქმევს თავის ზუსტ სახელს, ფაქტებით დასაბუთებულს და დადასტურებულს, კამათისთვისაც რომ არ ტოვებს ადგილს…. გარკვეულია, ვინ არის მოყვარე და მტერი, ერთგული და მოღალატე; ადრე თუ ეჭვი გეპარებოდა და კითხვა გებადებოდა, ახლა საოცრად გამჭვირვალე გახდა ყველაფერი, ვინ ვინაა და რა შეუძლია, ვინ პოლიტიკოსია, ვინ გამოგონილია, ვინ ყალბი და რაზე წამსვლელია… საახლობლო და სამეგობროც კი სხვანაერი გახდა … თითქოს, ახალგაცნობილივით, დღეს იგებ, ვის როგორ სტკივა საკუთარი ხალხი და ქვეყანა, ვის რა შეუძლია გასცეს და გაიღოს, ვინ ანგარებიანი და “ბრმაა “, ვინ გამოუსწორებლად მიუხვედრელი და უბირია. არადა, სიმართლე და რეალობა ხომ ყველაზე კარგი იარაღია, დაინახო რა ხდება ?! ან საქმეს თუ ვერ აკეთებ, სიტყვა მაინც შეაშველო შენი შვილების მომავალს და ქვეყანას! რაღა უნდა მოხდეს ამაზე მეტი?!..




