რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო, მერმა საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, გასულ ღამით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა რამდენიმე სახლი. გუსევის ცნობითვე, დაშავდა მოზარდი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. სახლების დაზიანების და ხანძრების შესახებ იუწყებოდნენ რუსული ტელეგრამ-არხები Baza და Mash-ი.
ვორონეჟში „საგანგებო სიტუაციის რეჟიმი“ გამოაცხადეს. ქალაქის მერმა ვადიმ კსტენინმა მიზეზად დაასახელა ზარალის სწრაფად აღწერის და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების აუცილებლობა.
დილით, ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვორონეჟის ოლქის თავზე ჩამოაგდეს 3 „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი და „ს რეჟიმის“ მხრიდან „ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს“. ს ვორონეჟზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში იყო 2023 წელსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა