რუსული მხარის ინფორმაციით, ვორონეჟში უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვადიმ ქსტენინმა განაცხადა.
მანამდე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვორონეჟზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოიგერია.
ს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია სამი დრონი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია გოგონა. ერთ-ერთ კორპუსში აივანს ცეცხლი გაუჩნდა, კიდევ ორ მაღალსართულიან კორპუსსა და რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაიმსხვრა.
“დაზიანებულ სახლებსა და მიმდებარე სახლებზე, ასევე ტერიტორიაზე, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების ზიანის შემფასებელი კომისია იმუშავებს. გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებისთვის უკვე შემოღებულია ქალაქის საგანგებო რეჟიმი”, – წერს მერი Telegram არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!