რა მიზეზით დაბლოკა სენატმა ტრამპის მიერ ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა სენატმა 28 ოქტომბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ს მიერ ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები დაიბლოკა.
კანონპროექტი მცირე უპირატესობით (52 ხმით, 48-ის წინააღმდეგ) დამტკიცდა. ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმა პარტიული ხაზის საწინააღმდეგო პოზიციას დაუჭირა მხარი.
ტრამპის მიერ კანადისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმების შესახებ მსგავს კანონპროექტებს უახლოეს დღეებში ეყრება კენჭი.
ბრაზილიის შესახებ კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, რომელსაც ასევე რესპუბლიკელები აკონტროლებენ. მოსალოდნელია, რომ იქ ის „გაიყინება“, რადგან ტრამპის ტარიფების გაუქმების მცდელობები რესპუბლიკელებს წარსულში არაერთხელ დაუბლოკავთ.
სენატში აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა იმ დროს გაიმართა, როდესაც აზიაში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის ეწვევა მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას, ხუთშაბათს კი, სავაჭრო საკითხებზე მოსალაპარაკებლად, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.