აცხადებს, რომ გლობალურ „მშვიდობის სამიტზე“ მონაწილეობის მიღებას ყველა ის სახელმწიფო შეძლებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს

გლობალურ „მშვიდობის სამიტზე“ მონაწილეობის მიღებას ყველა ის სახელმწიფო შეძლებს, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან, ვიოლა ამერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ღია ვართ მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. ამიტომ, დასკვნები იმის შესახებ, თუ ვის ვიწვევთ, თავად გამოიტანეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სურს „მშვიდობის სამიტის“ ფორმულაში ჩინეთიც ჩაერთოს.
„გვსურს, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიც დაესწრონ. საკონსულტაციო დონეზე გამართულ ბოლო შეხვედრას 83 ქვეყანა ესწრებოდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ რუსეთის აგრესიას მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგება და მთელი მსოფლიო სამართლიანი სამყაროსკენ არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!