ლუკა ძაძამია: მე ყოველთვის ვოცნებობდი ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნაზე და ჩემი სამშობლოსთვის კეთილდღეობის მოტანაზე

მე ყოველთვის ვოცნებობდი ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნაზე და ჩემი სამშობლოსთვის კეთილდღეობის მოტანაზე. „ქართული ოცნების“ გუნდი, 2012 წლიდან მოყოლებული, მაქსიმალურად ახორციელებს ყველა შესაძლო საშუალებას და გზას, რათა ჩვენს ქვეყანას მოუტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა. თქვენთვის მშვენივრად ცნობილია, რომ პოლიტიკა არ არის სტატიკური მოცემულობა – ეს არის დინამიკა, არის მუდმივი ცვლილებები. ცალსახად გამოვლინდა და ამ საპროტესტო აქციების მსვლელობებმა თავადვე ამხილა საკუთარი თავი, თავადვე გამოაჩინა რადიკალური მიზნები“ — ამბობს ლუკა ძაძამია, „ქართული ოცნების“ წევრი ტვ პირველთან
ლუკა ძაძამია პროდასავლური აქციების აქტიური მონაწილე იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს